Thursday, June 3, 2010

ძველი რომის სურათები (ალბომი)

ძველი რომი

კოლიზეუმი





ძველი რომის ისტორია/რომის დაარსება





ყველაზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ტროას დაცემის შემდეგ გმირმა ენეოსმა და მისმა ახლობლებმა ბერძნებისგან თავი გაქცევით დააღწიეს. ისინი დასხდნენ გემზე და გასცურეს ბედის საძიებლად ეტრურიისკენ. იგი ჯერ მაკედონიაში გაჩერდა, შემდეგ სიცილიაში და ბოლოს დაბინავდა ლავრენტიუმში. მათ ჯერ კონფლიქტი მოუვიდად ადგილობრივ მეფე ლათინუსთან, შემდეგ კი ზოგი ვერსიით ენეოსმა დაამარცხა ლათინი და ისინი დანათესავდნენ, ხოლო სხვა ვერსიით კი ბრძოლის დაწყების წინ ლათინი წინ გამოვიდა და გამოჰკითხა ჩამოსულებს, თუ ვინ იყვნენ და საიდან, როდესაც შეიტყო მათი ამბავი, გადაწყვიტავ დამეგობრება. მეგობრობის ნიშნათ კი მიათხოვა საკუთარი ქალიშვილი ენეოსს. ამის შემდეგ ტროადანწამოსულებმა დაარსეს ქალაქი, რომელსაც ენეოსის ცოლის საპატივცემლოდ ლავინიუმი დაარქვეს. მალე ენეოსს შეეძინა ვაჟი ასკანიუსი.

ლათინუსი მალე დაიღუპა რუტულების მეფე ტურნუსთან ბრძოლაში, რის შემდეგაცვ დამარცხებულმა რუტულება დახმარება ეტრუსკული ქალაქი ცერეს მეფეს სთხოვეს. ეტრუსკებს აღელვებდათ ახალი სახელმწიფოს შექმნა და მიიჩნევდნენ მას თავისი უსაფრთოებისთვის სახიფათოდ, ამიტომ დათანხვდნენ კავშირზე. ენეოსმა კი ასეთი განსაცდელის წინაშეე გააერთიანა თავისი ერი აბორიგენებთან და ორივე ერს უწოდა ლათინები. ლათინების და ეტრუსკების ბრძოლაში ლათინებმა გაიმარჯვეს, ხოლო ენეოსი დაიღუპა, იგი დაკრძალეს მდინარე ნუმიკთან და იუპიტერი გვარისდამწყები.

ენეოსის სიკვდილის სემდეგ მისი ვაჟი ასკანიუსი ჯერ პატარა იყო. ლავინიუმს კი მისი დედა (ზოგი ვერსიით კი დედინაცვალი) ლავინია მართავდა. როდესაც იგი გაიზარდა, მან გადაწყვიტა დაეტოვებინა აყვავებული ლავინიუმი ლავინიასთვის და დაარსა ალბანეთის ქედის ძირში ქალაქი ალბა-ლონგა. ასკანიუსის სიკვდილის შემდეგ კი გამეფდა მისი ვაჟი სილვიუსი.

სილვუსის ჩამომავლები იყვნენ ალბა-ლონგას მეფე ნუმიტორი და მისი ძმა ამულიუსი. ამულიუსმა ხელში ჩაიგდო ძმის ტახტხი და რათა მის ძმისშვილს რეა სილვიას არ ჰყოლოდა შვილები, დანიშნა იგი ქალღმერთ ვესტას ქურუმად. რამდენიმე ხნის შემდეგ გაირკვა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო. ეს ვესტას ქურუმების წესის უხეში დარღვევა იყო. ამისთვის ქალი დაამწყვდიეს და მასთან არავის უშვებდნენ.

მცირე დროის შემდეგ გაირკვა რომ რეა სილვია ორსულადაა, მან ბავშვის მამად მარსი გამოაცხადა. ქურუმი რეა დაატყვევეს, ხოლო მეფის ბრძანებით ახალშობილი ბავშვები მდინარეში გადაეგდოთ. ტიბროსი ამ დროს ადიდებული იყო და ვისაც ნაბრძანები ჰქონდა ბავშვების დახჩობა, დატოვა ისინი ადიდებული მდინარის პირას. ლეგენდის თანახმად აქ ბავშვები იპოვა ძუ მგელმა და გამოკვება ისი თავისი რძით, შემდეგ კი ისინი იპოვა მწყემსმა ფაუსტულმა და თავის ცოლს ლარენციას გადასცა ისინი აღსაზრდელად.

რომულუსი და რემუსი ძლიერი და ლამაზი ბიჭები იზრდებოდნენ. მათ გარშემო იკრიბებოდნენ ახალგაზრდა მწყემსები და მონადირეები. ლუპერკალიუმის დღესასწაულზე ყაჩაღებმა მოიტაცეს რემუსი და ამულეუსთან მიიყვანეს და დაადანაშაულეს ნუმიტორის მიწებიდან საქონლის მოპარვაში. ამ ბრალდებით იგი ნუმიტორს გაუგზავნეს დასასჯელად. ამ ვითარებაში ფაუსტულმა გაუმხილა რომულუსს მისი და რემუსის პოვნის ამბავი, იგი უკვე მანამდეც ეჭვობდა რომ ზრდის მეფის ჩამომავლებს.

რომულუსმა მოაწყო მეფე ამულეუსის მკვლელობა და ღიად შეეგება ნუმიტორს. ალბა–ლონგაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ძმებმა არ მოისურვეს ქალაქში დარჩენა და დამოუკიდებლად ქალაქის დაარსება განიზრახეს. ამ ნაბიჯისკენ მათ იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ მათ გარშემო შეკრებილ გაქცეულ მონებთან ქალაქის მოქალაქეებს ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდათ. ვერ მოასწრეს ძმებმა ქალაქის მშენებლობის დაწყება, როდესაც ადგილის არჩევის გამო წაიჩხუბეს. რომულუსმა პალატინის ბორცვი აარჩია, ხოლო რემუსს სურდა ქალაქის რემორიასთან დაარსება. ძმებმა გადაწყვიტეს ფრინველებზე მკითხაობით გადაეწყვიტათ ეს საკითხი, რომულუსის მხრიდან ექვსი ძერა გამოფრინდა ხოლო რემუსის მხრიდან ორჯერ მეტი. ზოგი ამბობს, რომ რომულუსმა მოიტყუა და რემუსი რომ მივიდა ფრინველები მხოლოდ მაშინ გამოფრინდნენ.

რემუსი ამის გამო ძალიან გაბრაზდა და როდესაც რომულუსმა კედლის გარშემო თხრილის თხრა დაიწყო, რემუსი მას დასცინოდა და საქმეს უფუჭებდა. ერთხელაც გადაახტა თხრილს და მკვდარი დაეცა. ზოგი ამბობს რომ იგი რომულუსმა მოკლა, ხოლო სხვები ამბობენ, რომ რომულუსის მეგობარმა ცელერუსმა.

რემუსის დაკრძალვის შემდეგ რომულუსმა დაასრულა ქალაქის მშენებლობა. მან ერუტრიიდან მოიწვია ქურუმები ქალაქის საკურთხევლად. გავრცელებული აზრის მიხედვით რომი დაარსდა მაისის კალენდებამდე 11 დღით ადრე, მეექვსე ოლიმპიადიდან მესამე წელს (ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილი).

ზემოთ მოთხრობილი ლეგენდა რომაელ ისტორიკოსს ტიტუს ლივიუსს აქვს გადმოცემული. იგი წერს რომ ვინაიდან ეს მოვლენები ძალიან დიდი ხნით ადრე მოხდა, მას არ შეუძლია მათ სანდოობაზე საუბარი. მან მხოლოდ თავი მოუყარა გავრცელებულ ლეგენდას. პლუტარქე რომულუსის ბიოგრაფიაში წერს კიდევ სხვა ლეგენდებზეც. მათ საერთო ის აქვთ, რომ რომი ტროადან ჩამოსულმა ხალხმა, ან მათმა ჩამომავლებმა დაარსეს.

ერთერთი ლეგენდის მიხედვით ტროადან ჩამოსულები შემთხვევით აღმოჩდნენ ლაციუმის ნაპირებთან. ქალები მგზავრობას ცუდად იტანდნენ, ამიტომ კაცების არყოფნაში ვინმე რომას შეგულიანებით გადაწვეს გემები. როდესაც კაცები დაბრუნდნენ, ჯერ განრისხდნენ, შემდეგ კი მოუწიათ ამ ადგილას დასახლება. ახალ ქალაქში ტროელებს საქმეები კარგად წაუვიდათ, და ამიტომ ქალაქს უწოდეს რომი, რომას საპატივცემლოდ.

სხვა ლეგენდით კი სახელი რომს დაარქვა რომამ, ენეოსის ცოლმა. კიდევ ერთი ვერსიით რომი დაარსა რომანუსმა, ოდისევსის ვაჟმა.

რომულუსის წარმოშვებაზეც ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობს პლუტარქე, ერთერთი ლეგენდის თანახმად რომულუსი ენეოსის ვაჟი იყო და ის და რემუსი მცირეწლოვანები იყვნენ როდესაც იტალიაში მოხვდნენ. სხვა ლეგენდით კი რომულუსი რომას ვაჟია, ვინც გადაწვა გემები. პლუტარქეს კიდევ სხვა ვერსიებიც აქვს მოყვანილი, მაგრამ ეს ალბათ არაა რომის დაარსების შესახებ არსებული ლეგენდების სრული ჩამონათვალი.



რომაელთა წარსული , ვრცლად 





ძველი რომის ვიდეო